kids.ge logo

სევდის ლაშქარი

ფავორიტებში დამატება
სევდის ლაშქარი შემომიხდება,
სურვილის ცეცხლი მომეკიდება,
სულთქმა და ტირილი გამიხშირდება,
საყვარლისა ჭვრეტა დამიძვირდება,
სიცოცხლის ფრინველი გამიფრინდება!
სად მიდრკების მზე, სად უჩინარობს?
სად სთოვს ნათელსა, სად მონარნარობს?
სად იშლების ვარდი, სად მოცინარობს?
სად ნეკტარებს წყარო, სად მომდინარობს?
სად მნათობს მნათობი, სად გაბრწყინდება?

დავკარგე სატრფო ჩემი ცხოვრება!
დავკარგე განცხრომა და გახარება!
დავკარგე სამოთხე და უკვდავება!
დავკარგე მთოვარე, - ვის ემთვარება?
დავკარგე მინერვა, სიბრძნის დიდება!

მომაკლდა უებრო კეთილობანი,
მომაკლდა ალერსი და ზრდილობანი;
მომაკლდა აშიკთა მორთულობანი,
მომაკლდა მუზიკა და გალობანი!
მომაკლდა შექცევა, - გაცამშორდება!
გამოჩნდა კომეტა ქუფრ-ბინდობისა,
გამოჩნდა სოფელი უბედობისა;
გამოჩნდა შემთხვევა ძნიდობისა,
გამოჩნდა ჭალადი სულთ-მხდელობისა!
განშმაგდა ქვეყანა, ველად განხდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...მირიან ბატონიშვილსგრიგოლ მახსოვს გამატრუკლად, ხუმრობაზე შემაფხუკლად; საბრალო ჰკლეს დანით უკლად, უწოდებენ კრემენჩუკლად; თუ მ...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026