kids.ge logo

პირ ზამბახნი

ფავორიტებში დამატება
პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი;
ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობის,
ყორნის-ბოლო მშვილდ-ქამანდი სადარი?

გიშრის ტბანი განზიდულან სადარად,
წარბთა და წამწამთ ისარნი სად არი?
შენი ტრფობა სადუმლოდ მესახა,
ეშხთ მიზეზნი სურვის ბანგი სადარი?

დიახ გშვენის ეგ სირტურფე ნაზობა,
ბესიკის მოლხენის დანგი სადარი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026