kids.ge logo

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს

ფავორიტებში დამატება
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად
და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026