kids.ge logo

რა გული დავაგე შენად სარებლად

ფავორიტებში დამატება
რა გული დავაგე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!
ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად,
მისთვის თავს შეგწირავ მითამ არებით!
როს ვარდი მიშალე და მანდარია,
მით მოჰკალ ბულბული და მან დარია;
კვლავ ემი სალბუნი დამანდარია;
თუ მწყლავ, ნუ განმაგდებ მითამარებით!
მე იგი ვარ, ოდეს ამარეს არა,
არ იდრიდი მთენთა ამარეს არა.
აწ არღა მომხედე ამარეს არა,
მე სხვათ მიცნობ სხვისა მითამარებით!
ან არ მნახო მრხეო დარედა,
ვინ უწყალოდ გული დარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლო მითამ არებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026