kids.ge logo

ციცო

ფავორიტებში დამატება
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუზე ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

სე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...ვშლი ვფურცლავ...ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს (აქ პოეზია ნაირნარობს!) მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა (აქ პოეზია აბრეშუმს გ...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...ძველი ქართული ანდაზაძველი ქართული ანდაზა იტყვის: სოფელი დიდია! რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია! რაჭა-ლეჩხუმი მშო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026