kids.ge logo

რაც მიიწერა სოფელმან

დავით სარდლისადმი

ფავორიტებში დამატება
რაც მიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა!
დეს ვიტყოდი ენითა,
სისხლი შეკუმშლის დამრითა!
მისი სიმწარე ყოველი
გულს გარდამრთხმიან კამრითა;
ბოლოდ უშორეს ვლა მომცა,
ვხედავცა წამი-წამრითა!

სისხლისა ცრემლთა დაწთობა
საახლოდ მომსურვებია;
ხილულთა დროთა ნიშატნი
საბავთოდ მომწყურვებია;
დესნი ჟამნი დამგვემენ,
მით თავი მომძულვებია;
ვაი, ღარიბსა ღარიბი
ცრემლითა შეგეწებია!

გითხრა-ღა, გმირო, ხსენებით
დენ თუ ვიძლო ენითა:
დეს ავლაბრად მოვიდა
ქალო თარეშ-ფრენითა,
ვარდი ვეფხი სამდევროდ,
გაჰყევ თეთრითა ცხენითა;
მინდორთა პირნი დაჰფარენ
ლეკთა მძოვრების ფენითა.

მისძახდი, გმირო ბელადო:
„ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“
ცეცხლსა გითხოვდა ვით თივა:
„გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“
გულ-მედგრად ლომმან შეჰყვირნე:
„აჰა ლომიო, აქ-ალო!“
მყის შეიხვეწა რაზმს შიგან:
„სჯობსო, - თქვა, თავი ვაქალო!“

თქვენ ოდენ შვიდნი თან გახლდენ,
კაცნი სხვა არვინ მეტანი;
შვიდასთა ლეკთა დაუდგით
მახენი გასაცეტანი!
მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ
თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი.
მობრუნდი გამარჯვებული,
თეთრსავე მჯდომი მზე-ტანი! [!]

მას აქეთ ვსთქვა თუ ყველაი,
სადა ვით იყავ სადავით, -
ვა თუ შეექმნას მსმენელთა
უსმენნი ძნელნი სადავით!
მისთვის დავაგდენ მრავალნი,
მცირედსა ვიტყვი სადავით.
ვიცი, არ გიყვარს ქებანი,
ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სევდის ბაღსსევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა...ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026