kids.ge logo

მზრუნველი ნუცა

ფავორიტებში დამატება

დღეს პირველად მიჰყავთ ნუცა
დილით ადრე სკოლაში,
ჩალაგა რველები,
ჩანთა ზურგზე მოიგდო,
მერე ბებოს მიუბრუნდა, 
დედის როლი მოირგო,
ახლა, ბებო, შენ გაბარებ, 
ჩემს თოჯინას ბარბარეს,
რომ ადგება ასაუზმე
და კარგად აბანავე,
არ გაცივდეს, ჩამიფუთნე,
სევ ცუდად ახველებს,
თუ მოვიდნენ მეგობრები, 
მასპინძლე მნახველებს.
მეტი რაღა დაგიბარო,
ბებო, უკვე დიდი ხარ,
ჩათვალე რომ ძიძა ხარ და
სამსახურში მიდიხარ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუციკო სოფელშიდღეს სოფელში მიყავს ბებოს, პაწაწინა ნუციკო, დაახვედრებს თბილ ბუხართან ფისუნია ცუციკოს. სოფელს თეთრი თოვლი...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...ბებო მართაბუხართან ზის ბებო მართა, მის ფეხებთან ფისუნია კნავის, ენატრება შვილიშვილი და ქალაქში ჩააკითხოს ლამის. აქ ...ტყის ზეიმიტყის ბინადართ გადაწყვიტეს,  ერთად შეხვდნენ ახალ წელს; დიდი ნაძვი შეარჩიეს, მორთეს, სუფრაც გააწყვეს; ...გიოს ცხენებიაჭრიალდა საქანელა და დაიძრნენ ცხენები, ჩაეჭიდა გიო ფაფარს, გადალახა ველები, მოიტოვა თავთუხები, ტყე, ჭალა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026