kids.ge logo

დათვის დარიგება

ფავორიტებში დამატება

დათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში,
თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი.
რიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს-
დაიხსომეთ რასაც გეტყვით ყველაფერი.

არ დაჩგროთ არასოდეს თქვენზე სუსტი,
კეთილ გულში ბოროტება არ გაივლოთ.
სხვისი ტანჯვა არასოდეს გახარებდეთ,
დაეხმარეთ, ვინმეს უჭირს, რომ გაიგოთ.

არც იფიქროთ, რომ მოპაროთ საწყალ ფუტკრებს,
დიდი შრომით ნამზადები ტკბილი თაფლი
ბოროტებით არასოდე გაისვაროთ,
სიკეთისთის ნაბოძები ოთხი თათი.

მოპარული არ გინდოდეთ არაფერი.
დაიხსომეთ დედა დათვის ეს ვედრება.
შენი შრომით, შენი ოფლით მოპოვებულს
ქვეყანაზე არაფერი შეედრება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვიტამინებითუ გსურს იყო ჯანმრთელი და არ გახდე სნეული, ბევრი უნდა მიირთვა ხილი და ბოსტნეული. ბროკოლი და სტაფილო, ვაშლ...* * *თუ გინდა, რომ პატივს გცემდეს, გაფასებდეს ირგვლივ ყველა. ნუ იქნები მატყუარა, ეშმაკი და გაიძვერა. დიდმა შოთ...პრანჭია გოგომაქვს ბევრი საყურე, ფერადი წკაპები. მძივები, ბეჭდები, ფრიალა კაბები. ლამაზი ჩანთები და “საპრანჭავები” ფერ...„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...ახალი წელიაახალი წელია, ავავსოთ თასები, დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია. რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები იმედის მომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026