kids.ge logo

დედამიწა

ფავორიტებში დამატება

სამყაროში ასეა,
დედამიწა იბრუნებს,
ბუნებას თუ მოვუვლით-
მაშინ ჩვენზეც იზრუნებს:
ტყე ისევ იშრილებს,-
სუფთა ჰაერს გვასუნთქებს,
მიწა აყვავილდება,-
თავის ნაყოფს გვაჩუქებს.
მდელო-ყვავილს მოგვართმევს,
ყანა თავთავს მოისხამს.
წყარო,- წყურვილს მოგვიკლავს,
მზე, -ახალ დღეს მოიყვანს.
დედამიწა უკანვე
ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.
მოვეფეროთ ბუნებას,-
ის კი ჩვენზე იზრუნებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...მხიარული ზაფხულიეს რა მალე დამთავრდა მხიარული ზაფხული?.. მოდი, ყველას მოვუყვეთ ვინ სად იყო წასული. ზოგი მთაში გახლდათ და ...გასაფერადებელი ლექსიშინდი _ შინდსფერია, ზღვაა _ ლაჟვარდისფერი, ბალახს მწვანე ფერი აქვს, ცის ფერია - ცისფერი. სამყაროში თავისი...საბავშვო ბაღთან დამშვიდობებაბავშვები და მშობლები ბაღში ერთად მოვედით, გვინდა დავიმახსოვროთ ამ დღის ყველა მომენტი. ძველ ოინებს ვახსენე...ჩვენი ქვეყნის ბუნებასაქართველოს ბუნება საოცარი განძია. მთებზე ჯიხვი ბინადრობს, ტყეში,- მურა დათვია. ბალახზე რომ მოცოცავს,- ეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026