kids.ge logo

ტყეში სკოლა გაიხსნა

ფავორიტებში დამატება

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,
კურდღელიც და მელაკუდაც,
სკოლისაკენ გაიქცა.
დათვი მიდის ბაჯბაჯით და
ტორს აშველებს ციცქნა შველს,
მისი ჩანთა ბუმბულივით,
ემჩატება მის მხარ_ბეჭს.
გერაა რუხი მგელიც,
მოძუნძულებს სერიდან.
პირობა აქვს დადებული,
კარგად სწავლობს დღედან.
ციყვმა სკოლა გააცდინოს?
სეთი რამ სად თქმულა?!
თენია წამოხტება,
სე, თქმაც კიარ უნდა.
ზურგეკალა ზღარბიც მოდის,
ჩანთას თათით ატარებს,
თები რომ მოტანოს
დედა ამას აბარებს.
ა, ბატონო, მოსჩანს მაჩვიც,
თათს აბგისკენ აპარებს,
საუზმობა ვერ მოასწრო,
ჰოდა, თაფლს ჭამს მალ_ მალე.
სკოლისაკენ თაგუნებიც,
ციმციმ_ ციმციმ გარბიან,
კიკინებზე თეთრი ბაფთით,
ლამაზები არიან.
წიგნი ყდაში ჩაუსვია,
მერე გულში ჩაუკრავს,
_ დახევას და დაჯღაბნას სჯობს,_
კვერნამ თრიას აუხსნა.
მიტომ რომ ბეჯითია,
მიტომ რომ ჭკვინია,
ჭკუა კიდევ ძვირად ფასობს,
ქუჩა_ ქუჩა არა ყრია.
ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,
ლომიც, ვეფხვიც, ჭიყელაც
ამ სკოლისკენ გაიქცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელიების ქორწილიერთხელ მელამ ქორწილში, მტვერში, ქარში, ორპირში, ხმელი ხის და კლდის ძირში მაყარს უხმო კისკისით. თანაც სუფრ...დღეობა აქვს მაჩვსდღეობა აქვს მაჩვს, ვერ ასვენებს თათს — უსაჩუქროდ არ მოხვიდე! უმესიჯებს თახვს. — ტორს ტორტი გა...წუწუნააწრუწუნდა წრუწუნა, არის კაი წუწუნა, სხვენში რასაც გადააწყდა, იწუნა და იწუნა. _ თხილ_ კაკალი ფშუტეაო, მკვა...ბაჯბაჯა ბელიბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნ...ორი დათვიერთხელ ორი დათუნია, დილით ადრე ადგა, მინდორში გაბაჯბაჯება გადაწყვიტეს რახან. სულ დუდუნით გაუყვნენ გზას, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026