kids.ge logo

შემოდგომის სურათი

ფავორიტებში დამატება

ვენახში რთველი გაჩაღდა დიდი,
ზვარიდან ისმის სიმღერა მშვიდი.
საწნახელიდან მოსჩქეფს ბადაგი,
ივსება დიდი ქვევრი ბარაქით
ორღობეში კი დატვირთულები,
მოდიან ხორბლით სავსე ურმები.
ბაღში ბავშვების ჩამდგარა ჯარი
დაუკრეფიათ ვაშლი და მსხალი.
დაჰბერავს მთიდან ნივი გრილი
და კალათები ივსება ხილით.
გვერდზე აწყვია გოგრების გროვა,
თაფლივით კარგი და ტკბილი როა.
ბიჭები სიმინდს ტეხენ ყანაში,
იქვე გუგული უსტვენს ჭალაში.
ჯოხზე ქანაობს ასხმული თხილი
ქვაბში ჩაასხეს ბადაგი ტკბილი.
ჯერ საჩურჩხელედ ძაფზე ააცვეს,
და ფელამუშის კაბა ჩააცვეს.
გარეთ კი ქარი ღამეებს ათევს,
გზად ფოთლის ყვითელ ხალიჩას აფენს.
გული კი მღერის - ჩემო მამულო-
ეს მოსავალი სამხირულოდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედნიერებაბედნიერება სიყვარულშია, ბედნიერება ყველას გულშია. ბედნიერება სიკეთეშია, ბედნიერება დილის მზეშია. ბედნიერე...ჩიორაგაყინულ ფანჯარას მოადგა პატარა ჩიორა. სციოდა საბრალოს, სციოდა თავის ბედს ჩიოდა. შიოდა პატარას, არ ჰქონდა ...ენძელაშემომხედეთ თეთრ კაბაში მოვიწონო მინდა თავი. მე პატარა ენძელა ვარ გაზაფხულის პატარძალი. გაიღვიძეთ ყვავილებ...ვიტამინებითუ გსურს იყო ჯანმრთელი და არ გახდე სნეული, ბევრი უნდა მიირთვა ხილი და ბოსტნეული. ბროკოლი და სტაფილო, ვაშლ...შემოდგომის ამინდიცა საავდროდ მოიღრუბლა, ქარიც დაქრის აშარი და დაჰყვება აღმა-დაღმა ხმელ ფოთოლთა ლაშქარი. მოირბინა ეზო-ეზო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026