kids.ge logo

ისევ ფისო

ფავორიტებში დამატება

ფისუნიავ, ისევ
ჩამივარდი ხელში?
მაგიდიდან ისევ
ჩამოაგდე თეფში?

რატომ ცდილობ, რატომ
გააბრაზო ბებო?
სანამ უნდა იყო
უპასუხისმგებლო?

შენც ხომ კარგად იცი,
რომ სიფრთხილე გმართებს.
როდის დამოკლებ,
მაგ შენ ლამაზ თათებს?...

მაგიდაზე ასვლა
უზრდელობა არის;
ვერა ხედავ, ყურშა
რა ჭკვინად დადის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გამებუტე ჟირაფო?გამებუტე ჟირაფო? ასე რატომ მიცქერი? სულ რომ ცელქობ, ძვირფასო, იმიტომ გაგიწყერი; არ მინდა, რომ სირბილში მო...დათუნია აუზშიდათუნია აუზში, დაცურავს და ბანაობს, შიმპანზე კი, ბანანს ჭამს, და ხის ტოტზე ქანაობს....მითხარ, ქარო!- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი? ხეებს ტოტებს რად ულეწავ? მტვერს თვალებში რატომ გვაყრი? დავარცხნილ თმებს რად...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026