kids.ge logo

ფისუნია კატა!

ფავორიტებში დამატება

ფისუნია კატა,
მე შენს პორტრეტს ვხატავ;
თხოვ, ნუ იცვლი პოზას,
აზრებს ნუ მიფანტავ.

თვალები და პირი,
ცხვირი და ყურები;
ეს თათები... ფისო,
საით იყურები?

ვიშ! რა ლამაზი ხარ!
ი, შენი სახე;
რა საყვარლად ზიხარ,
მოდი, ერთი ნახე!

მინდა, გნახოს ყველამ,
დავუძახებ ბაშვებს.
მიგიხატავ მაგ კუდს,
მერე მაგ ულვაშებს.

ჩავალაგებ წიგნებს,
თახს ცოცხით დავგვი:
თორემ, ბებომ მითხრა, -
გაჩნდებაო თაგვი.

რომ არ გავაბრაზოთ,
ჩვენი ბებო იზო,
სისუფთავე გვმართებს,
ხომ გაიგე, ფისო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოძაან გავაბრაზე, ბებო, ამას წინად. მაინც, მეფერება, მეხუტება თბილად. ხან კი, მიბრაზდება, მაგრამ უფრო ხშირა...ბოჩოლაჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო, იცით რა პატარა?! მე, ბოჩოლას დაბადებამ ძაან გამახარა. შვლის ნუკრივით ლამაზი აქვს...ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...გულკეთილი- უნდა ავდგე, დედიკო, რა ვქნა , არ მეძინება; გესმის? - გარეთ ქარი ქრის, ყურშა გაგვეყინება. შემოვუშვათ, ცო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026