kids.ge logo

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

ფავორიტებში დამატება

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკურინის პინერთა ბანაკში მოვხვდი.
იქ ვნახე ქართველი პინერები,
რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საბედუროდ, რომელნიც
სე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბილო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლირია მთავარი.

ნა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
ცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერედანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026