kids.ge logo

ძირს

(სიმღერა)

ფავორიტებში დამატება
ძირს, მთავრობავ, უსამართლო!
ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
“ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!”

კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ - “ძირსო!”

ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ: “ძირსო!”

ბნელს ნათელმა მოშუქა
და ერთ რამედ ესეც ღირსო!
ძველი წესი-წყობილებაც
ბნელს გაჰყვება და შენ - “ძირსო!”

შენგან, ძალანებურად,
არ მოველით დანაპირსო.
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდებხარ, - “ძირს და ძირსო!”

ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
ღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას
სჯობს იტანჯო ერთმა - “ძირსო!”

ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!
ყოველის მხრივ შეგძახიან:
“ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026