kids.ge logo

საახალწლო საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! -
უბნება მშვიდად ბებო, გარია რძეში ერბო,
- დალიო! - დაძალა, სულის მოთქმა არ აცალა.
ჩამოაცვა ფეხზე წინდა, მერე ცხვირი მოუწმინდა...
რეზო უფრო ასლუკუნდა, ენატრება ციგა, გუნდა...
უნდა გარეთ, უნდა თოვლში... აღარ უნდა რძე და ბორში!
და თუ გჯერათ სასწალის, გაგისკდებათ ახლა გული.
აქ რა უნდა წითელ კაბას? ვინ დგას მის წინ? - თოვლის პაპა!
საკვამურში ჩაძვრა, ჰოდა, ბებოს წასვლას დალოდა...
და ბუხრიდან ჩამომხტარმა ჩვენი რეზო გახარა...
მარტო პაპა იყო განა? საჩუქრებიც მოტანა...
რეზო ისე გახალისდა - დავიწყდა „გარეთ მინდა!“...
და კარგად რომ დააკვირდა, ახითხითდა და აყვირდა...
უძგერდა ისე გული... ბებო იყო გადაცმული...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...* * *ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. ვაზა არა, ლარნაკი, გატეხა და ჩახტა. ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი, სასდილო...გაზაფხულინუღა სწუხართ კვირტებო, ყინვას გადაურჩებით, ლოლოები ჩამოდნა, გამლღვალია ქუჩები. გამთბარია ჰაერი, სუსუტი მზ...ვარდს სიყვარული ეწვია სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,  თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..  მოეფერე...დედასდე, ძალიან მშია, დე, მაჭამე რამე, დე, დავკარგე წიგნი, თავთან მედო ღამე... დე, სად არის ქუდი? გამეყინა თავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026