kids.ge logo

ტყუპი ციკნები

ფავორიტებში დამატება

სოფლად გვყავს თხების ოჯახი
ყარამანი და ბარბია,
მათ შეძინათ ციკნები,
რა სასაცილოდ დარბიან!

ციკნები მიხოს არგუნეს,
მიხო ბიჭია კახელი,
მან უნდა ზარდოს ციკნები
და შეურჩიოს სახელი.

სახელებს თუ ვერ დავარქმევ
მე რაღა ბიჭი ვიქნები,
ჯერ პაწაწინა ტყუპალებს
ერქმევათ ისევ ციკნები.

გაიზრდებიან გავმწყემსავ,
ვასწავლი ანა-ბანასო,
სახელებს ისე შეურჩევ
არ შერცხვეს ყარამანსაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...პატარადედიკოს წყენინებისთვის თუმცა საწყენი რა იყო? ბებიამ მითხრა საღამოს კარგად მიგტყეპავს მამიკო. იცოდეთ მეც ჩ...გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026