kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრილესა
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა,
მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა, შეურყეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
ღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრილე, ფრთამალი,
გარიჟრაჟ-განთიადისა
მემოციქულე მამალი,
დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი;
მოძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
სხვა ფრინველებიც წავიდნენ
მავ გზით, იმავ კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით - ბიჭებ-ქალითა,
ბუნების წესთან მოხდილნი
პირნათლად სრულის ვალითა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ
დანაღვლებულის თვალითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026