kids.ge logo

სუფრასთან

ფავორიტებში დამატება

სად გინახავთ, ციყვს და კურდღელს
ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი?
ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს,
ციებდნენ სულის ბერვით?

თაფლს მიირთმევს თუმცა ხშირად,
არც დათვს არ აქვს დიდი კოვზი,
არც მელა წვავს თევზს ტაფაზე,
ყლაპავს ერთი თათის მოსმით.

ჩვენ გვჭირდება ჭიქაც, ქვაბიც,
თეფში, კოვზი, ტაფა, სინი,
თორემ აბა, ჩაიდანში
ხომ არ უნდა ჩავყოთ ცხვირი?!

იქნებ ხელი ვტუცოთ ჯამში,
როცა იხარშება ფაფა?
წვნიანში კი კოვზის ნაცვლად
ჩავდებთ ბურთს ან ჩვენ ჭრელ საბანს.

განა ასე შეიძლება?!
დაცვა უნდა წესს და კანონს!
სუფრას ჭურჭლით გაშლა უნდა,
ხელს სურს, საპნით დაბანო!

ქვაბს სურს, კერძი რომ მიირთვა,
ჭიქას - წვენი რომ დალიო.
დედას უნდა, გაზარდო,
არ დაგჭირდეს წამალიო.

მადლობაც ვთქვათ! ესეც ასე.
გაბადრა დედას სახე!
დასვრილ თეფშს რომ ნიჟარაში
დებ, ეს ვიცი, გუშინ ვნახე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026