kids.ge logo

გოგებაშვილის „დედა ენა“

ფავორიტებში დამატება
- ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,
თუ „დედა ენას“ მიტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

თითს გაყოლებს ასოებს:
ვაზის ლერწს,
ნამგალს,
ნიმორს,
ნას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იო.

დიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026