kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ოქროსფერი სამოსი
ძლიერ შვენის ხეებს,
ქარვისფერი უხდება
სურნელოვან დღეებს.

ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა
თასგვარი ხილი,
რაკარუკით ჩამოდის
კაკალი და თხილი.

ლეღვს ხვეწნით და მუდარით
გაეხლიჩა პირი.
-დამკრიფეთო!-ატამი
საწყალობლად ტირის.

ვაშლს ამდენი ლოდინით
დაებრაწა ლოყა,
ხეზე ლურჯი ქლივი
ხილთა ქებას მოჰყვა.

ბროწელი კისკისებს,
დინჯად გვიხმობს მსხალი,
ყველგან ქარვა ციმციმებს,
ყველგან ღუის ლალი.

კიფებს სიმინდი
მარგალიტის კბილებს,
მზე ჩალისფრად გვიღებავს
სურნელოვან დილებს.

ტყე ათასფრად აჭრელდა,-
ჩვენს მოხიბლვას ლამობს.
მთის კალთები დამძიმდნენ
ბუძგა წაბლის გამო...

მიწის მადლი, ბარაქა
უძღვნა ყველას, ყველას...
ოქროს შემოდგომაა!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026