kids.ge logo

ბეღურა

ფავორიტებში დამატება

მიწას თოვლი ეფინა,
სუსხი იყო, ციდა,
ციდან თოვლის ფანტელი
ხვავრილად ცვიდა.

მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს
თოვლი საბნად ეხურა,
ხის ტოტზე ცახცახებდა
პაწაწინა ბეღურა.

შეჰყურებდა ზამთარს და
გაზაფხულზე ფიქრობდა,
მისი ფიქრი მზინი
დღებისკენ მიჰქროდა.

ცებ შეიფრთხილა,
ნეტავ, რა მოყურა?
ზამთარს არ უშინდება
პაწაწინა ბეღურა.

ჭიკჭიკდა, ამღერდა:
-რაც არ უნდა ციდეს,
ციდან თოვლის ფანტელი
რაგინდ უხვად ცვიდეს,

მაინც მოვა ნანატრი,
ტურფა გაზაფხულიო,
სევ გახალისდება
ჩემი ციცქნა გულიო.

ბუნება არ დარჩება
ცივი ზამთრის ამარა,-
გადმოგვძახა ბეღურამ
და ცად შეკრა კამარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026