kids.ge logo

ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!

ფავორიტებში დამატება

ფრილა, ჩემო ფრილა!
ზამთარმა მოგაფრილა?
სიომ თუ დაგაბზრილა,
ქარმა თუ დაგატრილა...

იქნება ცაში გესტუმრნენ
ბავშვების წრფელი ფიქრები:
დაბარდნოს! თეთრად დაბარდნოს!
რატომ არ ჩანან ფიფქები?

ფრილა, თეთრო ფრილა!
ჩვენო ვარსკვლავა პაწიავ!
ბავშვებს ქათქათა ფანტელი
ვერცხლის ზამთარმა აწვია.

ბარდნეთ და ბარდნეთ ლამაზად!
მთებს დახურეთ ქუდები,
ო, რომ იცოდეთ, ფიფქებო,
მთა-ბარს რარიგად უხდებით!

-პირველი თოვლი მოსულა!-
აჟრიმულდა ქალაქი.
ეს ფანტელების ცეკვაა,-
ზამთრის ლამაზი არაკი.

ფრილა, თეთრო ფრილა,
ნიავმა მოგაფრილა!
სიომ თუ დაგაბზრილა?
ქარმა თუ დაგატრილა?

თოვლმა ვარკვლავად ბარდნაო,
ყვავილად ჩამობარდნაო...
ზამთარმა აგაშრილა,
ფანტელო, ფრიალ-ფრილა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026