kids.ge logo

ხე

ფავორიტებში დამატება

ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს,
წყავს და მიწას უბარავს,
ცივ ნიავს არ აკარებს.
-გაზარდე, ვაშლის ხევ,
სიომ ფრთხილად გარწიოს,
მზემ გაგათბოს ცხრათვალამ
და ძლიერ ხედ გაქციოს!
ფესვი მტკიცედ გაიდგი
მიწის მყუდრო უბეში,
ხე მცველია სიცოცხლის,
დედამიწის ნუგეში...
მალე აშრიალდები,
დაამშვენებ ამ მხარეს,-
ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026