kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,
სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს,
ლურჯი სამოსი მაცვია.
მოვალ, ავბიბინდები,
ლურჯად მოვხატავ ტყისპირებს,
ნუ მომწყვეტთ, აქვე დამტოვეთ,
თორემ დარდისგან ვიტირებ.
ბუნების კოხტა შვილი ვარ
და გაზაფხულის მეგზური,,
სიცოცხლე თქვენთვის მწყურია,
თქვენ მოგიძღვენით ეს გული!
ჩემს სიფრიფანა ფურცლებზე
მზის სხივი როგორ ალმასობს,
გაზაფხული რომ მოგირთოთ,
უფრო რომ გაგილამაზოთ.
ლურჯთვალა მახარობელი
თქვენი სიკეთით გამათბეთ!
თქვენია ეგ სურნელება!
თქვენია ეგ სილამაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ზარიმხიარულად რომ გვეძახის, ეს ჩვენი სკოლის ზარია! წკრიალით გვიხმობს სკოლისკენ, ავდარია თუ დარია. ჩვენც სიხარ...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026