kids.ge logo

ჩემი სოფელი

ფავორიტებში დამატება

ლილისფერ მთათა გადაღმა
ელვარებს როგორც ალმასი,
ცით, ამ სოფელს რა ჰქვია?
-სოფელი... „ასე ლამაზი!“

წყარომ ჩქაფუნით ირა,
ტყე-ველი ჩამოირა,
ცით ამ წყაროს რა ჰქვია?
-წყაროა... „ასე წკრიალა!“

ჩიტმა ჭიკჭიკით დამლოცა,
ტყის თავზე ჩაიცქრილა,
თქვენ იცით, ამ ტყეს რა ჰქვია?
-ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“

მთის მკერდზე ნისლი სეირნობს,
ქედიდან ქედზე მავალი,
ამ მთას რა ჰქვია, კარგებო?
-ჰქვია მთა... „ასე მაღალი!“

ყვავილთა ფარჩელები
უხვად რომ მიმოფანტულა,
ამ მინდვრებს, იცით, რა ჰქვია?
-მინდვრები...“ასე ხატულა!“

რომ ამბობს:-ღმერთმა დალოცოს
პატარა შვილიშვილიო,
ცით, სოფელში ვინ მელის?
-ბებია...“ასე ტკბილიო!“

ბა, როგორ არ მიყვარდეს?
მეც ამ სოფლის ვარ შვილიო.
აქ ცხოვრობს გულკეთილი
ბებია... „ასე ტკბილიო!“
წყაროა... „ასე წკრიალა!“
ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“
თითქოს შორეთში მავალი
მთები გვაქვს... „ასე მაღალი!“
ვარდები მიმოფანტულა
მინდვრები... „ასე ხატულა!“
ელვარებს როგორც ალმასი-
სოფელი... „ასე ლამაზი!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!ფრიალა, ჩემო ფრიალა! ზამთარმა მოგაფრიალა? სიომ თუ დაგაბზრიალა, ქარმა თუ დაგატრიალა... იქნება ცაში გესტუმრ...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026