kids.ge logo

ლექსი ვეფხვისა და მოყმისა

ფავორიტებში დამატება
მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავირე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდები ჩამაინგრივნეს,
შტონ დალეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაკიდა,
ჩამაწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
ერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

რებოდა დედა
ტირილით თვალცრემლინი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრი
გაჯავრელი, ტილი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაღამდათ მზინი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვინი,
მათ დახოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
ღარც შენ დაცალია,
ვეღარც შენ დაფარი
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარში
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
გეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მემარია.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ლანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
ი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედა
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
სიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
მასაც ბრალი ექნების
წყალოდ ხმლით დაჭრილისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...შენზე ფიქრებში, ლამაზოშენზე ფიქრებში, ლამაზო, ცეცხლივით ავინთებიო, წამაუბერავს ქარი და ფერფლივით ვიფანტებიო. დარდსა ვსომ, წყარო...ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...ერეკლე მეფეეს ჩვენი მეფე ერეკლე ერთი პატარა კახია; ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია....მე სოფლის თავსა ვესახლემე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა, სოფელი კარგად მთავსობდა, მე რომ სოფელი მეთავსა, რაც მე ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026