kids.ge logo

ლახტი

ფავორიტებში დამატება
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
წითლა ლოყები,
უჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ღრუბელიმოწყენილია ღრუბელი, ატირდება და... იწვიმებს, კრუხს აბა ქოლგა რად უნდა, ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს. თბილია...ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026