kids.ge logo

დროშები ჩქარა

ფავორიტებში დამატება
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენ, პოეტები საქართველოსიგულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი...მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვებიმიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება დ...ვუალისა და ვიოლეს შესახებვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც ...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...შავი ყორანიგზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026