kids.ge logo

ლილეო... და ახალი წელი!

ფავორიტებში დამატება

მივულოცავ ახალ წელს,
მას ვეტყვი ჩურჩულით:
-დალოცოს ჩვენს სამშობლოს,
ყველა კუთხე-კუნჭული!
დალოცოს ალაზანი,
მტკვარი,
რაგვი და ქსანი...
დალოცოს ცხენისწყალი,
ენგური და რინი...
და ირგვლივ შემოჯარული
თეთრი კავკასინი!
უბე-კალთა დალოცოს
ლამის ცამდე აწვდილ შხარას,
თეთრ ღრუბლებსაც დავულოცავ-
ცაში მოკუნტრუშე ფარას.
მივულოცავ შავ ზღვას, ჭოროხს,
პალიასტომს, ფარავანს...
სამხრეთისკენ გავუყვები
ჩვენი მთების ქარავანს...
გადავძახებ ჩემი ქვეყნის-
მიერს თუ ამიერს,
მეგრულ ნანას, სვანურ ლილეს,
კახურ მრავალჟამიერს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...იაგაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ, თქვენი ია ვარ პაწია, სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს, ლურჯი სამოსი მაცვია. ამ...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026