kids.ge logo

ვარადა

ფავორიტებში დამატება

ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა,
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.
კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა,
ნოდარი მქვია სახელად,
თოფურიძე ვარ გვარადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „ვარადა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026