kids.ge logo

ანიტას კითხვები აწუხებს

ფავორიტებში დამატება

გაზრდილა გოგო ანიტა
ცნობისმოყვარეც გამხდარა
კითხვებზე რაც მან დამისვა,
ხან მაქვს პასუხი, ხან არა:

თუ დიდხანს დიდხანს ვიცხოვრებთ,
მოგონებებს სად ვინახავთ?
როცა ტყულებს ვიგონებ,
შენ მაინც რატო გიყვარვარ?
ეს უდარდელი ბავშვები,
როგორ ხდებიან დიდები?
როცა ვიზრდებით, რას ვშვებით?
დედები აღარ გვჭირდებით?
როდის გვირჩება ბოლოჯერ,
ჩვენი ცელქობის იარა?
ღარ ვახარებ გოგონებს,
რომ წყენამ გადამიარა?
ეს მეგობრობა სად წავა?
დიდებს არ უნდათ თამაში?
სიყვარული ვინ გვასწავლა?
ბრალი ვის დავდოთ ამაში?
ღარ გავსინჯავთ ნამცხვრის ცომს?
ყელს აღარ გვატკენს ნაყინი?
ღარ გავლოკავთ ბოლო კოვზს,
ჭამა-სმისაგან დაღლილნი?

ნიტას არც კი აწუხებს
რომ მას ამდენი კითხვა აქვს,
რადგან ფიქრობს, რომ პასუხებს
თავის დედიკო ინახავს.

ჩემო პატარა შეგირდო,
პასუხებს ნუ სთხოვ დედიკოს,
ყველაფერს თავად შეტყობ,
როცა ცხოვრებას შეიცნობ.
ჩვენც ხომ ვიყავით ბავშვები,
და გვაშინებდა დიდობა,
გავიზარდეთ და რას ვშვებით?
შესრულდა ყველა პირობა?
ჩვენი ბავშვობის დღები
სულ ჩვენთან ერთად იქნება,
დაგვრჩება მოგონებები-
მეხსირება ინახავს.
მე ისევ ვსინჯავ ნამცხვრის ცომს
და მაინც მიყვარს ნაყინი,
სევ მახარებს ზღაპრის დრო,
თუნდ ვიყო ძალზე დაღლილი.
დიდებს ზრუნვა არ გვჭირდება?
მას ნამდვილად მოლით?
თუ ყოჩაღობა მწყინდება,
მეც დედას ვუხმობ ყოველთვის.
მეგობრებიც არ მიდიან,
თამაში ოდნავ იცვლება.
წყება-გაბუტვაც ხშირი
მე ვურიგდები პირველად.
სიყვარულს შენ მე გასწავლი,
შენ კი სხვებს უნდა გადასცე,
ამ გრძნობას არ აქვს საზღვარი
და ყველას უნდა გადასწვდე.
ამრიგად, ჩემო პატარავ,
ბავშვობა სიხარულია,
და რამაც დიდი გაგვხადა,
ზუსტად ეს სიყვარულია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...დიასახლისი ფერიები ამ ბედობას, ახალ წელს, ჩემს გოგოებს სალამი! წინსაფარი გადავდე, მოვიმარჯვე კალამი. ახალი წლის დღეებში თითქ...სუპერდედასუპერძალების გჯერათ? უკითხავთ თურმე კლასში და ახმაურდა ერთად თურმე ოცივე ბავშვი. სპაიდერმენი, ჰალკი, ფლეშ...შობის ღამეანგელოზებს ვმასპინძლობთ, ღამე დღება მადლისო. ბავშვი მღერის ალილოს, ყველას გული გაგვითბო. დღეს განგებამ ინ...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026