kids.ge logo

უთხრა ინამ ლოკოკინას

ფავორიტებში დამატება

-მთელი ზამთარი რომ გძინავს,
ძილისგუდა ლოკოკინავ,
გაზაფხულდა, გაიღვიძე,
დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს.

მოძვერი მაგ მიწიდან,
მოგასწრო ყოჩივარდამ,
ჭიმაებს და პეპლებს
ბაღში ცეკვა გამართავთ!

კვერცხები გაქვს დასადები,
რაღას ელი, შეხე ფუტკარს?!
მზემ დაათბო ეზო-კარი,
მაგ მიწაში როგორ სუნთქავ?

-შვილებს ვუვლი, განა მძინავს,
ფესვის ჰამაკს ვურწევ, ინა!
ნიჟარებსაც ჩავაცმევ და
მოგიყვან ბევრ ლოკოკინას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026