kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება

როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...ჩოჩორიბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკ...საწყალი ბაბუაჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდ...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...
„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026