kids.ge logo

სამშობლოს

ფავორიტებში დამატება
მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,
უნდა მოგშორდე, ეს არი
და სხვაგან გადავიხვეწო,
მარადის შენთვის მკვნესარი!
მშვიდობით!.. მაგრამ განა მე
მარტო ხორცით არ გშორდები?
გონებით, გრძნობით და ფიქრით
სევ შენთან არ ვიქნები?
განა თუნდ ცხრა მთას გადაღმაც
ვერ ვიგრძნობ შენსა ტკივილსა;
ვერ გავიგონებ შენს ოხვრას,
ტირილს და მოთქმა-ჩივილსა?
კი, მაგრამ, ჩემო ძვირფასო,
მეყო, რაც სხვაგან ვიყავი;
მენატრებდა აწ მაინც
სულ შენთან ყოფილვიყავი,
რომ შენთვის შემომეწირა
მთლად ჩემი ღონე და ძალა;
მოყვარე მეხარები
მტრისთვის მესმია სამსალა;
მაგრამ, ვაი, რომ უბედურს
არ შემისრულდა სურვილი!..
მშვიდობით... უნდა, კვლავ გულში
ჩავიკლა ჩემი წყურვილი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღრუბლები და მთვარეერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, დააბნელონ ბადრი მთვარე (სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე სინაზე და სინარნარე!); შ...ორი ვედრებაI "ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი? იგია თვით სამოთხისა სადარი; მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები, უც...მთასნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი, ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი, და დგეხარ შენ...ყინულიერთ ზამთარის დილას პატარა ბავშმა ნახა, რომ ყინულიც მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ ღარზედა ჩამოკიდული, და უთხ...მე პატარა ქართველი ვარმე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026