kids.ge logo

მე და ღამე

ფავორიტებში დამატება
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ ისამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
სე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
სადუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
სე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან სადუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უმესი,
სადუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
ცის ჩემი სადუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
ცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პოეტსო, შენს გარეშე ვერავის გახდის ბედი უკვდავად ცეცხლის მინაში, თავს მოწიწებით ვხრი შენი ტახტის დაუჭკნობელი დ...ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026