kids.ge logo

ქალავ!

ფავორიტებში დამატება
გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: - დაცა, ქალავ!
ქალი: - დაგიბრმა თოლი!

შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! - ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! - ამშვიდებს ვაჟი. -

თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ.
ბროლ-ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწუხარება შენზემე გარს მეხვევა მუდამ, იგივე შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, ...მთაწმინდის მთვარეჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდ...მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...გზები გაუვალიგზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი. ადის მწვერვალზე, თუ ჭაობში ეფლობა ...ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026