kids.ge logo

მთაწმინდის მთვარე

ფავორიტებში დამატება
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
სე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახველი მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ფინება ვარსკვლავების კრთომა მხირული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სირული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩახედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლილიან ფრთებითაჰა მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი ოცნებამ ბაგით გაგაანგარა. შემოგახვია შავი ზღვის ქარი ლილიან ქარად - ბაგეანკა...გურიის მთებიწინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...გეტერაღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძ...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...სინამდვილეში ოცნებისასდაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი, აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი. ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026