kids.ge logo

ალვები თოვლში

ფავორიტებში დამატება
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრილებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირბადე
და უცნობ რამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიდამდე.
დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ელერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...დგება თეთრი დღეებიდგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026