kids.ge logo

მაგრამ მე რა ვქნა

ფავორიტებში დამატება
მაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული
მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით,
ვინც აღტაცება არ ვიცი სრული
არც სიყვარულით, არც მწუხარებით.

მე, ვისაც მტანჯველი აზრად გაარს -
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით,
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაერს,
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.

გადია, მე ხომ ღამის ლანდები
მიგვინებენ საყვარელ ნდომას,
სიკვდილში როდი ვეჭვიანდები,
ვხედავ შეცდომას.

მე დემონები ქროლვით მარადით
მომაგონებენ დაფარულ შხამით,
რომ უმედოდ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...მზეო თიბათვისამზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026