kids.ge logo

მე მოვალ

ფავორიტებში დამატება
ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
მირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... აჰა, ვიტანჯები!

მაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
“მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან.
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...მესაფლავემესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, ...მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქითმზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით ვსვამ, მიხარია ცეცხლის კლდემანი, სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026