kids.ge logo

შენ ზღვის პირად

ფავორიტებში დამატება
შენ ზღვის პირად მიდიდი, მერი,
სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი
და გფარავდა მწვანე სუროსფერი
ცაცხვისა და ალვის ხევანი.
შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი
მოლოდნელ სიყვარულად ვცანი,
როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,
როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.
ამ ღიმილში კარგი, მშვენირი
გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,
როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,
ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.
იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,
ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.
მერი, ჩემო შორელო მერი,
შენსკენ მოჰქრის ბედის იალქანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარით დატირებულიქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი. და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა...იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავიმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა ...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...ბავშვობის დღეებიგაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026