kids.ge logo

მოსვლას აპირებს წვიმა

ფავორიტებში დამატება
მოსვლას აპირებს წვიმა,
იგრძნო ღრუბლების გემმა,
გააწკრილა სიმმა
შენი სახელი - ემა.

გადატეხილი მეხით
ლამის დაღამდეს ბარემ,
დიდებისაკენ ფეხით
კიდეც გასწია მთვარემ.

ყალბი ბოჰემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
ჰგავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.

დაე, მფრინავი ლანდი
მიქანებდეს ფოთლებს,
ყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...მელანქოლიური მოსიმღერემშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს უნაზესი სი...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026