kids.ge logo

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

ფავორიტებში დამატება
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

შემოღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს აელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იბით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიბით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგირო?
საბედნირო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგირი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზირებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენ, პოეტები საქართველოსიგულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი...მცხეთიდანსვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა, მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება. ვინ ააშენა იმ სიმაღლე...ქალაქი წყალქვეშღელვის დროს გემზე “ტეოდორ ნეტტე” ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები, ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე, ერთს ...ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026