kids.ge logo

მივარდნილი აივანი

ფავორიტებში დამატება
ამპარტავანი თათარი,
ზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნენა - კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ოქტავებით ვწერ პომას,
სეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნობას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
თუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...იცვალნენ დრონიიცვალნენ დრონი. წარსულის დიდის დიდებას ვხედავ არასაკმარისს. ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის ამოოხვრაა მ...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026