kids.ge logo

მივარდნილი აივანი

ფავორიტებში დამატება
ამპარტავანი თათარი,
ზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნენა - კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ოქტავებით ვწერ პომას,
სეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნობას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
თუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცებ შემკრთალი ღამეცა ვარსკვლავების ქვიშით ველებს ეცემა ნამი... გაყინულია შიშით უცებ შემკრთალი ღამე. უცებ შემკრთალი ღამე უახ...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026