kids.ge logo

თეთრი პელიკანი

ფავორიტებში დამატება
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
განათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.

სე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
სე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

რომ ისმოდეს საათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მითოვოს, მოთოვოს
კედლებს ფარშევანგები.

სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დანებე ფიროსმანას
სევდინი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვარ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დალეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...სინამდვილეში ოცნებისასდაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი, აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი. ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....მზეო თიბათვისამზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026