kids.ge logo

მიცვალებულის ხსოვნა

ფავორიტებში დამატება
მგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება
და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს.
სახლის კარებთან უმოძრაოდ მდგომარე ლანდებს
ცავს სიბნელე, შეეჭვება და მდუმარება.

ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,
ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მიდიან მკვდრები
და სიბნელიდან უბინაო მათი ცხედრები
სამარისებურ უდაბნოში სტოვებენ ქალაქს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო, მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,...ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...მაგრამ მე რა ვქნამაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით, ვინც აღტაცება არ ვიცი სრული არც სიყვარული...ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026