kids.ge logo

კახეთის მთვარე

ფავორიტებში დამატება
ცა ვარსკვლავების ჭიქით
გადაფარული არის,
ი, ტყების იქით
მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიდით მთაში,
ვერხვი ღელავდა კოხტა.
სულ დაგავიწყდა მაშინ,
რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი თემა...
გრძნობა პირველი დღისით,
მოგონებები ჩემი,
მოგონებები სხვისი

გრძნობა, ცხოვრება ზღვაა...
გრძნობა, იცვლება მხარე,
მთვარე კახეთში სხვაა,
სხვაა თბილისში მთვარე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...სინამდვილეში ოცნებისასდაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი, აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი. ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026