kids.ge logo

დღე გაფითრდა იაგუნდისა

ფავორიტებში დამატება

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,
როს მცხეთაში წავედი,
სად აზიდა ძველმა ქიმმა
მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე
მასხა, ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,
ძლიერ, ძლიერ ავადა.
ის მწარე დღე, გსურს თუ არა,
მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლილიან ფრთებითაჰა მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი ოცნებამ ბაგით გაგაანგარა. შემოგახვია შავი ზღვის ქარი ლილიან ქარად - ბაგეანკა...ბავშვობის დღეებიგაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუ...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026